вторник, 23 декабря 2008 г.

ისტორიული ფაქტები

ანჩისხატის ტაძარი
VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში.აგებულია დაჩი უჯარმელის მეფობის დროს.ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნაშენია თლილი ქვით. სახელი ეწოდა XVIII საუკუნეში, როდესაც აქ გადმოასვენეს ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი ანჩის მონასტრიდან.1675 წელს დომენტი III კათალიკოსმა აღადგინა იგი და ააგო ორსართულიანი სამრეკლო.ერეკლე II-ის მეფობისას დაარსდა ანჩისხატის აკადემია.1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა.1814 წელს ხელმეორედ მოხატეს.

მეტეხის ტაძარი

მეტეხი ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ აღმართა ეკლესია და ციხე-სიმაგრე,რომელიც ასევე სამეფო რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. სახელი მეტეხი ძველქართულად “არემარეს სასახლის ირგვლივ“ ნიშნავს.ლეგენდის თანახმად, აქ დაკრძალესწმინდა შუშანიკ დედოფალი.1235 წელს მონღოლთა შემოსევას ვერცერთი ნაგებობა ვერ გადაურჩა.მეტეხის მაცხოვრის ეკლესია 1278-1289 წლებში აღადგინა დემეტრე II-მ.ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა.XVIII საუკუნეში ერეკლე II-ის დროს აღადგინეს ეკლესიის სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი.
რუსეთის მმართველობის პერიოდში ტაძარმა დაკარგა რელიგიური ფუნქცია და სამხედრო ბარაკად გადაკეთდა.ასრულებდა სატუსაღოს ფუნქციას.1967 წელს მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის სკულპტურა:ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა აღმართეს ეკლესიის წინ. 1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით დაიწყო კამპანია ეკლესიის საპატრიარქოსთვის დაბრუნების მოთხოვნით.
ლეგენდის თანახმად, მეტეხის კლდესთან აწამეს აბო თბილელი VIII საუკუნეში.ამჟამად შენდება მისი სახელობის ეკლესია კლდის ძირას.

ქაშვეთის ტაძარი

ქაშვეთის ტაძარი ძველი ეკლესიის ადგილას აიგო 1904-10 წლებში.1947 წელს ტაძარი მოხატა ლადო გუდიაშვილმა.ფასადის მდიდრული ჩუქურთმა ეკუთვნის ნეოფატე აგლაძეს,

წმინდა ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია

ტაძრის დაარსება დაკავშირებულია მეფე ვახტანგ გორგასლის სახელთან. 1740 წელს ეკლესია ზემო ქართლის სადროშოს სარდალს გივი ამილახვარს განუახლებია.XIX საუკუნის დასაწყისში მაცხოვრის სახელზე აგებული ზემო ბეთლემის ეკლესია ეგზარქოსებისაგან საქართველოს მიწაზე დასახლებულ სომხებს შეუსყიდიათ და დედათა მონასტერი დაუარსებიათ.საბჭოურ პერიოდში აქ ბიჟუტერიის საამქრო იყო. 1991 წელს ტაძარი საქართველოს საპატრიარქოს დაუბრუნდა. 1994 წლის 16 ოქტომბერს ტაძარში ორი საუკუნის შემდეგ აღსდგა ღვთის მსახურება. ტაძარი ნარიყალაზეა, ბეთლემის 3 ნომერში.